მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ არ ვსაუბრობთ ინვესტორებთან... ჩვენ ვოცნებობთ ქვეყნის განვითარებაზე - თემურ ჭყონია

609555cf27242
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.21 19:46
1442
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „ანალიტიკაში“ პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტზე ვაზილ ჰუდაკის დანიშვნის შეფასებისას განაცხადა, რომ დღემდე საქართველოს საინვესტიციო ფონდებთან და უცხოელ ინვესტორებთან  კომუნიკაცია არ ჰქონდა.

წამყვანის კითხვას - რა შედეგს უნდა ველოდოთ ამ პოსტზე ვაზილ ჰუდაკის დანიშვნით და რა საზომით გაზომავს ბიზნესმენი მის საქმიანობას, თემურ ჭყონიამ ასე უპასუხა:

„ვაზილ ჰუდაკის წარმატების საზომი იქნება ის, როცა დასახელებული 50 მლრდ ევროდან პრემიერის მრჩეველი იტყვის, რომ ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგად გამოყოფილია რაღაც თანხა საქართველოსთვის. მეორე მხრივ, დღეს ინვესტიციების კუთხით ნულზე ვართ, ერთი დოლარიც თუ შემოვა ეს არის საზომი, რომ რაღაცის კეთება დაიწყო.

ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა ფონდებთან, უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებთან, ჩვენ არ ვსაუბრობთ ინვესტორებთან, ჩვენ ვსუბრობთ ერთმანეთთან, ჩვენ ვოცნებობთ ქვეყნის განვითარებაზე და არ ვიცით ვინ უნდა გააკეთოს ეს და რა პროგრამა უნდა შედგეს, ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია წარმატებული სპეციალისტების მოწვევა. ეს საერთაშორისო პრაქტიკით არის დამტკიცებული“, - განმარტა თემურ ჭყონიამ.