მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ვაწყენინეთ.. ასევე გავანაწყენეთ ევროპარლამენტი” - პრეზიდენტი

62a8c2fab3759
თელარა გელანტია
14.06.22 21:18
1092
“ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ვაწყენინეთ.. ასევე გავანაწყენეთ ევროპარლამენტი”, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ის მმართველ ძალას აკრიტიკებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„დღეს ერთგვარად ვიმუქრებით - „თუ არ მოგვცეს სტატუსი, ყველაფერს ფარდას ავხდითო“ - არ ვიცი, რა ფარდას და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა რომ ჩვენზე ნელ-ნელა ახდილია, მე მგონი, ეს უნდა გვადარდებდეს“ - აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.