მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენგან კადრების გადინება მინიმალურია“ – „შუხმან ჯგუფი“

62f3f3a644c21
ალა ისპირიანი
10.08.22 22:20
702
კადრების დეფიციტზე საუბარი ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. აღნიშნულ გამოწვევაზე უფრო მეტად ჰორეკა მიმართულებით წარმომადგენლები და სამედიცინო სექტორი საუბრობს.

აღნიშნულ პრობლემას „შუხმან ჯგუფშიც“ გამოეხმაურნენ და დაადასტურეს, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტის პრობლემა ნამდვილად დგას თუმცა, როგორც Bm.ge-სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, მათგან კადრების გადინება მინიმალურია.

„სასტუმროები და რესტორნები ყველა თავისით ცდილობს თანამშრომლების განვითარებას და გადამზადებას. მაგალითად, „შუხმან ჯგუფში“ ყველა ჩვენი გაზრდილი თანამშრომელია და ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლები არ არის“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილი და დასძინა, რომ იმედი აქვს მომავალში სტუმარმასპინძლობის სფეროსთვის შესაბამისი სკოლები იარსებებს, რადგან შრომის ბაზარზე მაღალ პროფესიონალი კადრის მოძიება პრობლემა აღარ იყოს.

რაც შეეხება „შუხმან ჯგუფში“ კადრების დეფიციტის პრობლემას, ის ამბობს, რომ „კომპანიას კადრების გადინება მინიმალური აქვს“.