07.ოქტომბერი .2022 13:54

ჩვენი მოთხოვნა DRG-ის დანერგვის გადადება არ ყოფილა - ჯანდაცვის ასოციაცია აზარაშვილს პასუხობს

ჩვენი მოთხოვნა DRG-ის დანერგვის გადადება არ ყოფილა - ჯანდაცვის ასოციაცია აზარაშვილს პასუხობს
views 639
უკან

ჯანდაცვის ასოციაციის მოთხოვნა დრჯ-ს დანერგვის გადადება არ ყოფილა - ასე პასუხობს გაერთიანება ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ DRG-ს დანერგვის გადავადება კლინიკების ასოციაციის მიმართვის საფუძველზე მოხდა.

BM.GE-ი მინისტრის ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ვეხმიანებით ჯანდაცვის მინისტრის მიერ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (დრჯ) დანერგვასთან დაკავშირებით “მოამბის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მინისტრმა DRG-ის დანერგვის გადავადების მიზეზად, კლინიკების მოუმზადებლობა დაასახელა და ამის საფუძვლად ჯანდაცვის ასოციაციის მიერ სამინისტროსათვის გაგზავნილი წერილი ახსენა.

ასოციაცია მიესალმება DRG სისტემის სწორად დანერგვას და მეტიც, დღევანდელი არაადეკვატური ტარიფების პირობებში, მოუთმენლად ველით სამართლიანი დაფინანსების მოდელზე გადასვლას.

ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს დიაგნოზს შეჭიდული ჯგუფების დანერგვის გეგმა სამინისტრომ პირველად 21 სექტემბერს გააცნო, ყოველგვარი წინასწარი განხილვისა და კლინიკების ჩართულობის გარეშე. გარდა ამისა, არც შეხვედრამდე და არც შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუზიარებია არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ან აღწერა DRG პროცესის დანერგვასთან დაკავშირებით.

სამინისტროს გეგმის ზეპირსიტყვიერად გაცნობის შემდეგ, ჯანდაცვის ასოციაციის სახელით კლინიკებმა სამინისტროს ტექნიკური და პრობლემატური საკითხების ჩამონათვალი მიაწოდეს, რომელთა გადაჭრის გარეშე DRG -ს კლინიკებში ეფექტურად ვერ იფუნქციონირებს. ამ საკითხების გადაჭრა კი უპირველეს ყოვლისა, ჯანდაცვის სამინისტროს მოვალეობაა და არა კლინიკების.

იმედი გვაქვს, მინისტრის ჩართულობა უზრუნველყოფს DRG-ს დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების დროულად გადაჭრას სამინისტროს მხრიდან”, - ნათქვამია ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა