მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ქმნის - რაზე იმსეჯელებენ?

64b13ea18da19
ნინო ტაბატაძე
14.07.23 16:29
462
ჯანდაცვის სექტორში DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის მართვისა და ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქმნება.

ჯანდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, საბჭოს მიზანია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში DRG მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება არსებული პრობლემების მოგვარებისათვის სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ასევე ხარჯთეფექტურობის მიზნით წინადადებების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.

საბჭოს 8 მუდმივ მოქმედი წევრი ეყოლება. ესენია: ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, „საქსტატისა“ და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები.

საბჭოს მუშაობაში სათათბირო სტატუსით ჩაერთვებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი, ასევე დარგის სპეციალისტები და დარგობრივი ასოციაციები და სხვა სხვა დაწესებულებების ან/და არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელ(ებ)ს ინტერესის და საჭიროების გათვალისწინებით.

მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, რომ საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები