მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი მთავარი მიზანი საერთაშორისო ბაზარზე მოხვედრაა” - “ჯუდის” სამომავლო გეგმები

64788cd76c614
ნანუკა ნარიმანიძე
01.06.23 22:30
444
სტატიაში საუბარია:
ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი “ჯუდი” საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს - ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა ჯილდა ღაჭავამ გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას თქვა.

“უკვე გვაქვს შეკვეთები უცხოეთიდან, დაინტერესება ძალიან დიდია, განსაკუთრებით გერმანიიდან, გვსურს საერთაშორისო გამოფენებზე მივიღოთ მონაწილეობა და გავიდეთ ექსპორტზე, რადგან ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია”, - დასძინა მან.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ იგეგმება გუნდისა და პროდუქციის გაზრდა.

“ახლა მხოლოდ ოჯახის წევრები არიან ჩართულები ბიზნესში, სამომავლოდ გვინდა გუნდის გაფართოება, ამასთან, დრეს მომხმარებელს 2-8 წლამდე ბავშვების ტანსაცმელს ვთავაზობთ, უახლოეს მომავალში ამ ასაკს 10-მდე გავზრდით, როცა ბავშვების სფეროში სრულფასოვნად მოვიკიდებთ ფეხს, გავზრდით ასაკს და ჩვენს პროდუქციას ზრდასრულებსაც შევთავაზებთ”, - აღნიშნა მან.

საფასო პოლიტიკაზე საუბრისას,ჯილდა ღაჭავა აღნიშნავს, რომ ფასი ქართველი მომხმარებლისთვის მისაღებია.

“მაქსიმალურად ვცდილობთ,ფასი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ხარისხი კი მაღალი. მალე ფასდაკლებებიც გვექნება, ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიძინოს ჩვენი პროდუქცია და ყველას შეეძლოს “ჯუდის” პროდუქციის ტარება”, - ამბობს ის.

“ჯუდი” ბაზარზე სულ ახლახან, “აწარმოე საქართველოს” ხელშეწყობით გამოჩნდა ბაზარზე, ბრენდის საწარმო დამფუძნებლის სახლის პირველ სართულზე მდებარეობს, პროდუქციის შეძენა ბრენდის სოციალური ქსელებითაა შესაძლებელი.