მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი პორტფელის მხოლოდ 40%-ს დასჭირდა რესტრუქტურიზაცია - TBC

608fc85e65723
თათია კაკიაშვილი
03.05.21 19:30
2441

„ჩვენი პორტფელის მხოლოდ 40%-ს დასჭირდა რესტრუქტურიზაცია, ანუ პორტფელის დიდი ნაწილი აღმოჩნდა კონტრციკლური, რაც ნიშნავს, რომ შედარებით ნაკლებად შეგვეხო Covid-19“, - ამის შესახებ TBC კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან შავკაციშვილმა გადაცემა "Forbes კვირაში" განაცხადა.

„საკვების, სავაჭრო ქსელები, ენერგეტიკა, ფარმაცია, სამედიცინო - ის სექტორებია, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, ისევ განაგრძობდნენ განვითარებაზე ფიქრს. ამ ნაწილში ვცდილობდით, მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო მათთვის. მეორე ნაწილს კი, რომელიც, ძირითადად, ტურიზმთან კავშირში მყოფი სექტორებია, პანდემიური გამოწვევები ყველაზე მეტად შეეხო: ესაა სასტუმროების ბიზნესი, ე.წ. ჰორეკა სექტორი, სარესტორნო ბიზნესები და კომერციული უძრავი ქონება, რომელსაც უფრო მეტად დასჭირდა რესტრუქტურიზაცია და ხელშეწყობაზე ზრუნვა, რათა ე.წ. „გახსნა-ჩაკეტვების“ პერიოდებში მაქსიმალურად მზად ყოფილიყო“, - განაცხადა ლევან შავკაციშვილმა.

მისივე თქმით, TBC კორპორატიული მომსახურების წარმატება იმით განისაზღვრება, რომ „კრიზისის დასრულების შემდეგ, ყველა კლიენტი ისევ ე.წ. ჯანსაღ პორტფელში გადავიდა და მუშაობა ჩვეულ რიტმში გაგრძელდა.“