მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი სურვილია, ეკონომიკის გახსნის გეგმები დავაჩქაროთ - ეკატერინე ტიკარაძე

5eafd6b6c5003
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.20 12:53
1173
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცახადა, რომ მთავრობას სურს, ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმა დაჩქარდეს. მისი თქმით, ამისთვის კერძო სექტორის მზაობა არის მნიშვნელოვანი.

ეკატერინე ტიკარაძემ ბიზნესსუბიექტებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდა.

„პრემიერ-მინისტრმა დღეს დეტალურად ისაუბრა ეკონომიკის 6 ეტაპიან გახსნაზე. ჩვენი სურვილი არის, რომ ეს გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას. თუმცა, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორს და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ჩვენ ბოლო სამი თვის მანძილზე ვიხილეთ როგორი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ჩვენი მოქალაქეები, რის შედეგადაც სამთავრობო გუნდმა შეძლო და კოვიდ-ინფექციის მართვასთან მიმართებაში დადო საუკეთესო შედეგები.

დადგა ის დრო, როდესაც ჩვენს კერძო სექტორს ეკისრება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინსტროს შრომითი ინსპექციის სამსახური უკვე რამდენიმე დღეა ხელი შეუწყოს ბიზნესს, რომ მათ შეძლონ გააქტიურება. ამისთვის საჭირო არის მათი რეგისტრაცია და მათი მზაობის დაფიქსირება, უნდა მიიღონ ის კონსულტაციები შრომითი ინსპექციის სამსახურის მხრიდან, რითაც ისინი შეძლებენ მართონ თავიანთ ბიზნესი, როგორც საკუთარი ფირმებისთვის ასევე სახელმწიფოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის.

მე მოვუწოდებ ყველას, რომ მოხდეს დროული დარეგისტრირება და მომზადება იმისთვის, რომ მთავრობის მხრიდან დაგეგმილი ყველა ღონისძიება განხორციელდეს შეფერხების გარეშე“, - განაცხადა მინისტრმა.