მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან იყიდის - რა კითხვები აქვს ფარმაბიზნესს?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ნებართვების გარეშე  და სანებართვო პირობების დარღვევით მოქმედი აფთიაქების გამოვლენის მიზნით. მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა

„ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს სახელმწიფო აფთიაქი შექმნას“ - ასეთი დამოკიდებულება აქვს ფარმაცევტულ ბიზნესს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე, რომლის განხილვები პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დღეს დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტით, სახელმწიფო ძვირად ღირებული, ინოვაციური მედიკამენტების მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შესყიდვას აპირებს. ამ შემთხვევაში მართული შესვლის მექანიზმი იქნება გამოყენებული, რაც თავისი არსით ნიშნავს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება კონფიდენციალური იქნება.

ფარმაცევტული სექტორი რისკებს ძირითადად იმ ნაწილში ხედავს, რომ მართული შესვლის მექანიზმის ფარგლებში  შესაძლებელია  სახელმწიფომ მომწოდებელთან არაინოვაციური მედიკამენტების სპეციალური პირობით შესყიდვის საკითხიც განიხილოს.

„თუ საკითხი ეხება კონკრეტულად ინოვაციური მედიკამენტს, შეიძლება ჩვენ ამას დიდი აღფრთოვანებით არ მივუდგეთ, მაგრამ ჩვენი სოციალური ფონიდან გამომდინარე ასეა თუ ისეა მისაღებია. ყველაზე მთავარი პრობლემა ამ ნაწილში არის ის, რომ ეს მართული შესვლის შეთანხმება არის აბსოლუტურად კონფიდენციალური, არავის ექნება წარმოდგენა და ინფორმაცია იმის თაობაზე, რა მედიკამენტზეა საუბარი, რა პერიოდზე გავრცელდება ეს კონტრაქტი, რა რაოდენობაზე და ა.შ

იმდენად კონფიდენციალური და დახურულია ეს ინფორმაცია, რომ ერთადერთი ორგანო, რომელზეც წვდომა ექნება ისიც პოსტფაქტუმ, ეს იქნება აუდიტის სამსახური ან  მარეგულირებელი, ან პარლამენტის კომიტეტები მოთხოვნის შესაბამისად.

ჩვენ პრობლემას ვხედავთ იმაში, რაც განმარტებით ბარათში იყო მითითებული და რასაც სამინისტროს მხარე ამბობს. ეს არის ინოვაციურთან ერთად სხვა მედიკამენტების შესყიდვის განხილვა. ამ ნაწილში სერიოზულ პრობლემას ვხედავთ, არაკონკურენტულ გარემოს შექმნის ფაქტის წინაშე ვდგებით.

კანონპროექტი არის ძალიან ნედლი, ძალიან ბევრი დეტალია დასაზუსტებელი. თავიდანვე უნდა იყოს ყველასთვის ნათელი, თუ რა პირობებით, რა მექანიზმებით, რა დათქმებით მოხდება შეთანხმება.  თუ არ იქნება თავიდანვე დადგენილი, რა ჩარჩოებით უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ ამ კონკრეტული მექანიზმის ფორმატში, ძალიან ბევრი პრობლემის გამომწვევი იქნება.

ფაქტის წინაშე დავდგებით დარგი, რომ ის მედიკამენტები, რომლებიც შეიძლება ამ მექანიზმის პირობებით იქნას შემოტანილი სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ ეს მარაგები ისედაც გვექნება ქვეყანაში შექმნილი. რას ვუკეთებთ არსებულ მარაგებს, როგორ იქნება ამ მედიკამენტების პროგრამასთან ერთად ჩართვა, მათი რეალიზება ან როცა საუბარია არაინოვაციურ, სხვა მედიკამენტებზე, რომელიც არის ჩვენი ყველაზე მთავარი სატკივარი, საერთოდ რა მედიკამენტებზე იქნება საუბარი, რა პროგნოზირება გაკეთდება

ბაზარზე, ისეთ სიტუაციაში ხომ არ ვიქნებით, რომ სახელმწიფო თავად დაგეგმავს, თავად შეისყიდის, დაგეგმავს, რეალიზაციას გააკეთებს. რაღაც გეგმიურ სურათს ვიღებთ, თუ ეს ყველაფერი არ იქნება დაზუსტებული“,-აცხადებს bm.ge-სთან ფარმაცევტული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი.

"მართული შესვლის შეთანხმების ხელშეკრულების პრინციპიდან გამომდინარე, ინოვაციურ მედიკამენტებთან ერთად შესაძლებელია იმავე კომპანიის წარმოებული არაინოვაციური მედიკამენტების შესყიდვაც, რაც შემსყიდველს აღნიშნულ მედიკამენტებზეც მნიშვნელოვანი ფასდაკლების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს",-წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები