მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ვალდებულებაა, მინიმუმამდე შევამციროთ გარემოსათვის შესაძლო ზიანის მიყენების რისკი - BAG

60c7360839564
ინგა მურუსიძე
14.06.21 16:00
397
საქართველოს ბიზნესასოციაციაში, ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის სხდომაზე ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების შემცირების იმპლემენტირების შესაძლო ვადები განიხილეს, რომელიც ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებათაგანია.

როგორც bm.ge-ს ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის წევრი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს აღნიშნული ვალდებულების დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მოსალოდნელ პოზიტიურ ეფექტზე.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სამუშაო სხდომაზე გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რომელიც მოსალოდნელია ამ მასშტაბის ცვლილებების განხორციელებისას, მათ შორის ფუნქციონირებადი ობიექტების ადაპტაცია რეგულაციით გათვალისწინებულ პირობებთან.

კომიტეტის დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი სირთულეების მიუხედავად, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ყველა ღონისძიების გონივრულ ვადებში განხორციელება.

„ქვეყნის ევროპული მომავლისაკენ სწრაფვა გულისხმობს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვასა და გაზიარებას. სანავთობო ინდუსტრიის ყოველდღიურ საქმიანობას ბუნებრივად ახლავს თან ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრისაკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება. ჩვენი ვალდებულებაა - მინიმუმამდე შევამციროთ გარემოსათვის შესაძლო ზიანის მიყენების რისკი და ამავდროულად არ დავაზარალოთ ან შევაფერხოთ არცერთი კომპანიის საქმიანობა. ვფიქრობ, გონივრული შუალედი ყოველთვის არსებობს და ამ შემთხვევაშიც სწორედ იმპლემენტირების შესაძლო ვადებზე გავაკეთებთ ძირითად აქცენტს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძემ.
(NS)