თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თემატურ პანელზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში შექმნილ ბიზნესკლიმატზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნული მიმართულებებით მთავრობის ხედვა წარმოადგინა:
„საქართველო არ გახლავთ მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყანა, ჩვენ მცირე ბაზარს წარმოვადგენთ და რა თქმა უნდა, იმისათვის რომ უფრო მიმზიდველები გავხდეთ, ჩვენი ბიზნესმოდელის, ბიზნესკლიმატის ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება გახსნილობას და უპირატესობის მინიჭებას უცხოური ინვესტიციებისთვის. იმ თვალსაზრისით, რომ ასევე ვიყოთ ლიბერალურები და მიმზიდველები, მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა. ჩვენ კარგი მაჩვენებლები გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ჩვენ გაგვაჩნია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელ რეგიონში და საქართველოს ეკონომიკა ამტკიცებს თავის მდგრადობას სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური შოკების თვალსაზრისით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი მაჩვენებლებით, ჩვენ შემდეგი ხუთი წლის პერსპექტივით, საშუალოდ 5%-ით ვიზრდებით, რაც ძალიან შთამბეჭდავია და კარგი ინდიკატორია, ასევე კარგი გზავნილი ინვესტორთა გლობალური თემისთვის, რომ საქართველო ღირებული ადგილია, სადაც ინვესტიციების გაკეთებაა შესაძლებელი.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა არ წარმოადგენს მთავრობის ერთადერთ აქცენტს და მთავარი აღნიშნული ზრდის ტემპების ინკლუზიურობაა: „კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეკონომიკური ზრდა არ გახლავთ მხოლოდ ფოკუსირებული და ერთადერთი აქცენტი ჩვენი პოლიტიკისა. როგორც პრემიერმა თავის შესავალ სიტყვაში ბრძანა, არა მხოლოდ ზრდის ტემპი, არამედ ხარისხიც უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა შექმნას დამატებითი დასაქმების საშუალებები, და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა მხარდაჭერილი იყოს სტრუქტურული რეფომებით".
თემატურ პანელზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და შესაბამისი ბაზრის პოტენციალის ათვისებაზე გაამახვილა ყურადღება. „მინდა გავაჟღერო თავისუფალი ვაჭრობის დღის წესრიგი, რადგან ეკონომიკური ზრდა ჩვენთან ძირითადად ექპორტითა და ინვესტიციებითააა წახალისებული და თავისუფალი ვაჭრობის რეფორმების ეტაპობრივი შესრულებით. ჩვენი კანონმდებლობის დაახლოება ევროპის სტანდარტებთან ეს გახლავთ ძირითადი საფუძველი ჩვენი მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებისთვის, ჩვენი ბაზრის დივერსიფიკაციისთვის და ყველა იმ შესაძლებლობის სრული გამოყენებისთვის, რასაც ყოვლისმომცველი და ღრმა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულება გვაძლევს", - განაცხადა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი