მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩხენკელი - "ინტერნეტიზაციის პრობლემა ყველგან არის, მათ შორის სოფლებში"

60324ca429d04
ინგა მურუსიძე
21.02.21 16:34
718
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ინტერნეტიზაცია პრობლემაა, თუმცა სახელმწიფომ ამ გამოწვევას ტელესკოლით უპასუხა.

ჩხენკელმა პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თქვა, რომ ტელესკოლა პირველ რიგში ემსახურებოდა იმას, რომ ბავშვებს, რომლებსაც არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტზე, ჰქონოდათ ხელმისაწვდომობა განათლებასთან.

„ტელესკოლაში ძალიან მაღალი დონის გაკვეთილები ტარდება და მას საუკეთესო პედაგოგები ატარებდნენ. პროგრამამ სოციალური სახეც მიიღო, რადგან როგორც ჩემთვის გამოგზავნილი მოსაზრებებიდან გავიგე, მოსწავლეებთან ერთად მშობლები და ბებია-ბაბუებიც უყურებდნენ აღნიშნულ გაკვეთილებს. ძლიერ ქვეყნებშიც კი, არის პრობლემა იგივე, რაც ჩვენ გვაქვს, ბრიტანეთმაც დაიწყო ტელესკოლა, რადგან როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტთან წვდომა ყველა ბავშვს იქაც არ აქვს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, ინტერნეტიზაცია აუცილებელი პროცესია, თუმცა უცებ ვერ მოესწრება.

„პრობლემა არის უფრო საფუძვლიანი, ინტერნეტიზცია უნდა იყოს ყველგან. ამ მიმართულებით მივდივართ,რადგან ტელესკოლასავით უცებ ვერ მოესწრებოდა. ინტერნეტიზაციის პრობლემა ყველგან, მათ შორის სოფლებში აუცილებლად გასაკეთებელი საქმეა, თუმცა ერთი, რაც ჩვენ გავაკეთეთ ეს იყო სატელეკომუნუკაციო, ინტერნეტის მიმწოდებელ კომპანიებთან შეთანხმებას მივაღწიეთ და როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს ინტერნეტის პაკეტების შეძენა შეღავათიან ფასად შეუძლიათ“, - განაცხადა ჩხენკელმა.