მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭყონია წყალტუბოს პროექტზე: ივანიშვილის შემთხვევაში ბიუროკრატია ჩქარა მოგვარდება, მერწმუნეთ

5db99c9f7ff9b
თელარა გელანტია
30.10.19 19:20
11630
„ინიციატივას ნუ დავარქმევთ, ეს უკვე ინიციატივა აღარ არის - ეს უკვე გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილება აქვს მიღებული“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „ანალიტიკასთან“ საქართველოს ყოფილი პრემიერის იმ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს 22 სანატორიუმის გამოსყიდვა გადაწყვიტა. (ბიძინა ივანიშვილი: გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო ყველა - 22 სასტუმრო და 9 აბანო)

თემურ ჭყონიას აზრით, „ყველაზე დიდი ეფექტი ისაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ წყალტუბოს თემა გადაწყდება“.
ბიზნესმენმა და იმ „დიდ პლიუსზეც“ გაამახვილა ყურადღება, რაც წყალტუბოს პროექტის ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებას მოჰყვება.

„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არის ძალიან სერიოზული; დადებითი, რასაც მე ვხედავ არის ის, რომ 22 სასტუმრო, რომლის გამოსყიდვაზეც ივანიშვილმა განაცხადა, ერთიანად დამთავრდება, რაც საქართველოს ისტორიაში კი - არა, მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ივანიშვილის მიზანი რა არის - რომ ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნას. სასტუმროებს 22 მფლობელი ეყოლება თუ - ერთი, სამუშაო ადგილების რაოდენობა მაინც იგივე იქნება. თუმცა ეს 22 სასტუმრო თუ ისევ ერთი მმართველობის და ერთი ბრენდის ქვეშ იქნება, გაცილებით მომგებიანია და გაცილებით კარგად გაიყიდება მსოფლიო ბაზარზე ტურისტებისთვის, ვიდრე თუ დანაწევრდება და სხვადასხვა სახელები დარქმევა... მეორე დიდი პლიუსი რაც აქვს ამ ყველაფერს, ისაა, რომ ის ბიუროკრატია, რომელსაც ბიზნესმენები ან ინვესტორები განიცდიან, ჩქარა დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, მერწმუნეთ“, - განუცხადა „ანალიტიკას“ ბიზნესმენმა და დასძინა: „რა დასამალია, რომ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა გავლენა აქვს“.

„ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვინმეს საწყენად არ მითქვამს. ზოგი მეტად გავლენიანია, ზოგი - ნაკლებად, მიდგომებიც სხვადასხვანაირია, ამიტომც ასე ხდება. ეს პლიუსია - რაც მეტი გავლენიანი ადამიანი იქნება საქართველოში და რაც უფრო მაგრად მოუგებენ ბიუროკრატიულ სისტემებს, მით უკეთესია. გავლენასაც მიღწევა უნდა; რა თქმა უნდა, გავლენა ციდან არ ჩამოვარდება“, - ამბობს თემურ ჭყონია.