ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში, ოფიციალურად, მესამედ მობრუნებით ქვეყნის წინაშე უფრო დიდი პასუხისმგებლობა აიღო, ვიდრე აქამდე ჰქონდა.
„ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღო გამჭვირვალედ, ვიდრე აქამდე ჰქონდა“, - განაცხადა მან bm.ge-სთან ფაქტის შეფასებისას.
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ მოსვლის მიზეზების ანალიზისგან თავს იკავებს, რადგან ფიქრობს, რომ ეს მისი საქმე არაა.
„როგორც ბიზნესმენი და მოქალაქე მე ასე ვუყურებ, რომ მან <ბიძინა ივანიშვილმა> გამჭვირვალედ აიღო უფრო დიდი ვალდებულება ქვეყნის წინაშე, ვიდრე აქამდე ჰქონდა; არ ვიცი ექსპერტები როგორ აფასებენ ამ ფაქტს; მე დღევანდელ სიტუაციას ვაფასებ. წარსულის ანალიზის სურვილი არ მაქვს, არცაა ჩემი საქმე“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
Bm.ge-ისთან ინტერვიუში ბიზნესმენმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის წარდგენაც შეაფასა და თქვა, რომ რადგან მისი რეკომენდატორი ბიძინა ივანიშვილია, მომავალი პრემიერის საქმიანობაზე გარკვეული პასუხისმგებლობა მანაც აიღო.
კობახიძის გაპრემიერებით, მის წარმატებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილმაც აიღო - თემურ ჭყონია