ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ სუნამოების წარმოება დაიწყო. „ციკოლიას ქვევრი“ - ასე ერქმევა დიზაინერის ქართული ბრენდით წარმოებულ პირველ სუნამოს, რომელიც ქვევრის ფორმის ფლაკონით იქნება წარმოდგენლი. ეს სიახლე ზვიად ციკოლიამ თავის გამომწერებს Facebook-ის საშუალებით გაუზიარა. „ჩემთვის ოცნების ასრულების დღე! ქართული ბრენდით პირველად წარმოებული სუნამოს ჩამოსხმა დაიწყო. „ციკოლიას ქვევრი“ მალე საქართველოს ესტუმრება“, - წერს სამეწარმეო დიზაინერი.
ქვევრის ფორმაში ჩამოსხმული სუნამოს წარმოების დეტალების გასარკვევად BM.GE-მ კითხვებით ზვიად ციკოლიას მიმართა. დიზაინერი ამბობს, რომ „ციკოლიას ქვევრი“ 3 განსხვავებული სურნელით იქნება წარმოდგენილი, რომელიც ბევრი ცნობილი სურნელის შემქმნელმა ფრანგმა პარფიუმერმა Anotine Lie-მ შექმნა.
„თითოეული სურნელი მხოლოდ 850 ცალის რაოდენობით იწარმოება. ფასიც შესაბამისი იქნება - ნიშური სუნამოს სეგმენტის. სუნამო საფრანგეთში იწარმოება და პირველი პარტია მხოლოდ საქართველოში, ჩვენს ბუტიკში გაიყიდება“, - უთხრა BM.GE-ს ზვიდ ციკოლიამ.
სამეწარმეო დიზაინერი იმედოვნებს, რომ მსურველებს სუნამო „ციკოლიას ქვევრის“ შეძენა საახალწლოდ შეეძლებათ.
ცნობისთვის: ზვიად ციკოლიამ სუნამოს წარმოების დაწყება მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. სულ მალე კი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა ზვიად ციკოლიას ქვევრის ფორმის სუნამოს 4 ფერის ბოთლის დიზაინის რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება