მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: იტალიაში კორონავირუსით სულ მცირე 100 ექიმი დაიღუპა

5e8f2562e45e0
ნათია თაქთაქიშვილი
09.04.20 21:44
905
იტალიის ექიმთა ასოციაციის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსს სულ მცირე 100 ექიმი ემსხვერპლა. ამის შესახებ მედია გამოცემა CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გარდაცვლილთაგან 80 ექიმი ჩრდილოეთ იტალიაში მუშაობდა, სადაც ვირუსით ინფიცირების რიცხვი ყველაზე მაღალი იყო. სულ კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, COVID-19-ით 13,522 ექიმია დაინფიცირებული.

Johns Hopkins University-ის მონაცემებით, იტალია პირველ ადგილზეა ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით, ვირუსს 17,669 ადამიანი ემსხვერპლა.

9 აპრილის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 139,422 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 26,491.