მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: კვლევები ცხადყოფს, რომ პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა უმცირესობათა ფინანსურ სტაბილურობას

5f6249058e5ed
ნათია თაქთაქიშვილი
16.09.20 22:40
729
ახალი კვლევების მიხედვით, რომელიც რობერტ ვუდ ჯონსონის ფონდის და ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მიერ ჩატარდა, პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა უმცირესობათა შინამეურენობების ფინანსურ სტაბილურობას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ლათინო მაერიკელების 72%, აფროამერიკელების 60% და ადგილობრივი ამერიკელების 50% აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ მათ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა. გამოკითხული მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ სირთულეები აქვთ იპოთეკურ სესხებთან და კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, ასევე უჭირთ სამედიცინო ხარჯების დაფარვა და საკვების შეძენა.

„მილიარდობით დოლარი გამოყო აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ კორონავირუსის გამო შექმნილი ფინანსური პრობლემების გადასალახად, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის სიღარიბისგან დაცვა. მაგრამ მიუხედავად აღნიშნული დახმარებისა, კვლევები ცხადყოფს, რომ მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეზე საუბრობს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გამოკითხვის მიხედვით, ლათინო ამერიკელების 63%, ადგილობრივი ამერიკელების 46% და აფროამერიკელების 44% აცხადებს, რომ დაკარგეს სამსახური, საკუთარი ბიზნესი ან უხელფასო შვებულებაში აღმოჩნდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო. კვლევები აჩვენებს, რომ შინამეურნეობებს, ვისაც დანაზოგები გააჩნდათ პანდემიის დროს მთლიანად დახარჯეს.

როგორც გამოცემა წერს, გამოკითხვა 1 ივლისიდან 3 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა და გამოიკითხა 3,400 ზრდასრული.