მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: რატომ არის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი სათხილამურო მიმართულება?

5e54173138588
თამთა ჯიჯავაძე
24.02.20 23:50
2392
რატომ არის საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი სათხილამურო მიმართულება? - ამ სათაურით CNN-ი საქართველოს ზამთრის კურორტებზე სტატიას აქვეყნებს.

„როდესაც მოგზაურები საქართველოზე ფიქრობენ, როგორც წესი მათ პირველი თავში რაც მოსდით, არის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები, ყველიანი პური და ტრენდული ღამის ცხოვრება. თუმცა, ქვეყნის უდიდესი აქტივი მისი თოვლიანი მთებია“, - ნათქვამია CNN-ის სტატიაში.

„რატომ არ არის საქართველოს შთამბეჭდავი სათხილამურო შესაძლებლობები უფრო მეტი ადამიანის მიერ ათვისებული?“, - წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ საქართვლო დასავლეთ ევროპიდან დაახლოებით 5 საათის მანძილზეა თვითმფრინავით.

სტატიის ავტორი, საქართველოში არსებულ იაფ ფასებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ფრენებიც საქართველოს მიმართულებით იაფია, მაგალითად, Ryanair-მა 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყო რეისები ბოლონიიდან ქუთაისის, მარსელიდან ქუთაისის და მილანიდან თბილისის მიმართულებით, რომელთა ფასიც 20 დოლარიდან იწყება.

CNN-ის სტატიაში სამ სამთო-სათხილამურო კურორტზეა საუბარი, მათ შორის გუდაურზე, რომელიც თბილისიდან 120 კილომეტრში მდებარეობს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალი სათხილამურო ტრასა გუდაურს კობთან აკავშირებს, ასევე ეს ყველაფერი ახლოსაა სტეფანწმინდასთან, სადაც მდებარე გერგეტის სამების ტაძარი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

რაც შეეხება ბაკურიანს, სტატიის ავტორი მას შემდეგნაირად აღწერს: „ყოფილი საწვრთნელი ადგილი საბჭოთა ოლიმპიური მოთხილამურე გუნდისთვის, რომელიც პოპულარულია ოჯახებისთვის“.

ასევე CNN-ი წერს, რომ ბაკურიანში სამი ერთმანეთთან დაკავშირებული სათხილამურო სივრცეებია, 18 კილომეტრი სიგრძის - დიდველი, კოხტა და მიტარბი.

სტატიაში ასევე ნახსენებია მესტია, რომელიც თბილისიდან გუდაურსა და ბაკურიანთან შედარებით მოშორებით მდებარეობს, და სადაც ორი მცირე ზომის სათხილამური სივრცეა - ჰაწვალი და თეთნულდი.

სტატიის ავტორის თქმით, აქ არ უნდა ელოდოთ განსაკუთრებულ კომფორტს, ინგლისურენოვან ნიშნულებს და დიდ რესტორნებს, ვინაიდან მესტია საქართველოს ველური დასავლეთის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები