მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: ზაფხულში სანაპირო ზოლზე ადგილის დაჯავშნა მოგვიწევს

5eb9848874ea3
მარიამ ადამია
12.05.20 00:10
1311
ესპანეთსა და მთელი ევროპის მასშტაბით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვაო კურორტებზე გეგმავენ სანაპიროს დაყოფას ზონებად, მარკირებას და უსაფრთხოების ზომების შემუშავებას, იმისათვის, რომ დასვენება იყოს შესაძლებელი და პარალელურად ფიზიკური დისტანციაც დაიცვან ადამიანებს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე მხოლოდ მაგიდას ჯავშნიდით რესტორანში და ნომერს სასტუმროში, ახლა ადგილის დაჯავშნა წინასწარ მოგიწევთ სანაპიროზეც. ამის შესახებ CNN წერს.

მაგალითად ესპანეთში, ვალენსიას ჩრდილოეთით მდებარე კანეტის სანაპირო ზოლზე, როგორც წესი 5 ათასზე მეტი ადამიანი ეტევა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად, მხოლოდ ნახევარს დაუშვებენ და მხოლოდ მათ ვინც წინასწარ, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მოასწრო ადგილის დაჯავშნა.

როგორც ქალაქის მერი აცხადებს, ეს ზაფხული იქნება განსხვავებული, რადგან სანაპიროებს ფაქტობრივად “ბიზნეს-კლასად” გადააქცევენ. ქვიშებში განთავსდება ბადეები, რომ ადამიანებს შორის დისტანცია განისაზღვროს. სანაპიროზე ყოფნის დრო იქნება განსაზღვრული და ზღვაში შესვლაც რიგში დგომით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება აპლიკაციას, დამსვენებელს სანაპიროზე ადგილის არჩევა შეეძლება ისე, როგორც კინოთეატრის ბილეთის შეძენის დროს ვარჩევთ. შესვლამდე კი, ყველა მოწმდება და ვისაც სიცხე აღენიშნება, ჯავშანი გაუუქმდება. ამ ყველაფრის მოსაწყობად კი მთავრობამ, მთლიანობაში 500 000 ევრო გამოყო.

ასევე შემცირდება სანაპიროზე მისასვლელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან მერის განცხადებით, ამ ცვლილებების გარეშე ვერ გაკონტროლდებოდა ის ხალხმრავლობა, რომელიც სანაპიროზე იყრის თავს ზაფხულობით და ეს გამოიწვევდა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის ზრდას.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთის დანარჩენმა ქალაქებმაც, რადგან გამომდინარე იქედან, რომ ესპანეთის ეკონომიკის 80% ტურიზმზე დგას, მათ უწევთ დროული რეაგირება და გადაწყვეტილებებზე ფიქრი, იმისათვის, რომ ადამიანებმა იგრძნონ თავი უსაფრთხოდ და პარალელურად შეძლონ დასვენებაც. სწორედ ამ მიზნით მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში სანაპიროები იმაზე ხშირად დასუფთავდება, ვიდრე ამას კორონავირუსამდე აკეთებდნენ.

შედეგად, ესპანეთში იმედოვნებენ, რომ სანაპირო ზოლის გახსნას ივლისში მაინც შეძლებენ. რეალურად, ქვეყანაში, საკარანტინე ზომების შემსუბუქება ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო და ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები ინფიცირებულთა დაბალი მაჩვენებლის შესაბამისად, თუმცა პარალელურად ხელისუფლება მუშაობს საავადმყოფოების გადაიარაღებასა და განვითარებაზე ისე, რომ მზად დახვდნენ კორონავირუსის შესაძლო, მეორე ტალღას.