მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა და ვერ ჩაიკეტება - პაატა იმნაძე

6086824159822
ინგა მურუსიძე
26.04.21 13:04
687
საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა და თუ ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო ვერ ჩაიკეტება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. 

როგორც ცნობილია, როცა მსოფლიოში ბრიტანული შტამი გავრცელდა, საქართველოში ბრიტანეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის  ორკვირიანი კარანტინი დაწესდა, მსგავსი მიდგომა არსებობს დღეს ინდოეთიდან ჩამოსულ სტუდენტებზე.

იმ ფონზე, რომ ჩაკეტილობის მიუხედავად ბრიტანული შტამი მაინც გავრცელდა საქართველოში, მედია დაინტერესდა, რამდენად მოსალოდნელია მსგავსად ამისა ქვეყანაში ინდური შტამიც გავრცელდეს.

„საქართველო არის დედამიწის ნაწილი და ვერ იქნება იზოლირებული მთელი მსოფლიოსგან. როცა ვირუსი ყველგან გავრცელდება, იზოლირებული ვერ დარჩები. საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. შესაბამისად, პირდაპირი რისკები არ იქნება კარანტინის შემთხვევაში, მაგრამ როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო ვერ ჩაიკეტება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება ინდოეთში არსებულ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მიმდინარეობს, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ იქ არსებული რთული ვითარება მოსახლეობის რიცხოვნობას უკავშირდება.

„ინდოეთში გამოიყენება ორი ვაქცინა - ერთი არის ინაქტივირებული (დახოცილი ვირუსისგან გაკეთებული) და მეორე „ასტრაზენეკა“, რომელსაც ინდოეთი უშვებს. ჩვენი ინდოელი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ორივე ეს ვაქცინა ინდურ შტამებზე მუშაობს. ისმის კითხვა, ინდოეთში ამდენი ადამიანი აიცრა და ასეთი მდგომარეობა რატომ არის? მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ინდოეთში აცრილი 100 მლნ. ადამიანი იგივეა, რაც ჩვენთან აცრილი 3000 ადამიანი, ინდოეთისთვის ეს ძალიან ცოტაა. შრომაა გამოქვეყნებული, რომელიც ინდოეთში მოცირკულირე შტამების წინააღმდეგ ვაქცინა მუშაობს“, - განაცხადა იმნაძემ.