მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid 19-ის 5 ახალი შემთხვევა თბილისში გამართული ქორწილიდან - ვინ სად დაინფიცირდა ბოლო 24 საათში?

5f572e02ed500
ინგა მურუსიძე
08.09.20 11:07
1631
5 ახალი ინფიცირებული თბილისში, ქორწილში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მან კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლის სტატისტიკური მონაცემები მედიას გააცნო.

„45 დადასტურებული შემთხვევიდან 3 არის ე.წ. დონას კლასტერიდან, 19 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 არის შემოტანილი შემთხვევა და მათგან 1 სატვირთოს მძღოლია, 12 მოქალაქეს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, ხოლო სამზე მიმდინარეობს ეპიდემილოგიური კვლევა წყაროს მოძიების თვალსაზრისით. ამ 45 შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას, ხოლო 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს. ანუ ეს არის ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.