მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-ის გამო, ტრამპის ბიზნესი დღეში $1 მილიონს კარგავს - The Wall Street Journal-ი

5e870b94cbf6e
ნათია თაქთაქიშვილი
03.04.20 18:17
994
როგორც გავლენიანი გამოცემა The Wall Street Journal-ი აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორონავირუსის პანდემია ყოველდღიურად 1 მილიონი აშშ დოლარი უჯდება.

წყაროზე დაყრდნობით მედია გამოცემა იუწყება, რომ 500-ზე მეტი პირი, ვინც დასაქმებულია ტრამპის ოჯახის ბიზნესში ნიუ იორკში, ვაშინგტონში, ლას-ვეგასსა და ფლორიდაში, პანდემიით შექმნილი გარემოებების გამო დროებით განთავისუფელბულია სამსახურიდან.

”მარტის ერთ დღეს, ტრამპების ერთ-ერთ ფლაგმან სასტუმრო Trump International Hotel-ში, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს, მხოლოდ 11 სტუმარი ჰყავდათ, მაშინ როცა სასტუმროში 263 ნომერია,” - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ტრამპები ამ დროისთვის სწორედ ამ სასტუმროს გაყიდვას ცდილობენ, რომელიც ვაშიგტონის ფოსტის ისტორიულ შენობაშია განთავსებული. როგორც ცნობილია, კომპანია მოლაპარაკებებს ორ მსხვილ პოტენციურ მყიდველთან აწარმოებდა, ხოლო გარიგების ფასი კი, 320 მილიონ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამ დროისთვის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და მოსალოდნელია, რომ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემის მოხსნამდე გარიგება არ შედგება.

ასევე, პანდემიის გამო საფრთხის ქვეშ არის ტრამპების შემოსავლები ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის გოლფ კლუბიდან, საიდანაც დონალდ ტრამპმა გასულ წელს 440 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტთან ან მის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიები ვერ მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ეკონომიკის სტიმულირების ტრილიონიანი პაკეტიდან, რომელიც მარტში მიიღებს. იგივე შეზღუდვა ვრცელდება კონგრესმენების, სენატორების ან მათთან დაკავშირებულ კომპანიებზეც.