მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid 19-ის გამო, უძრავი ქონების შეძენა გადაიფიქრა მომხმარებელთა 25%-მა – კვლევა

5ed68ddd0961a
თამთა ჯიჯავაძე
02.06.20 23:20
1664
Covid 19-ის შედეგად, უძრავი ქონების შეძენა გადაიფიქრა მომხმარებელთა 25%-მა, თუმცა, საცხოვრებელი ფართის შეძენაზე ფიქრი დაიწყო 9% - მა, რომელიც კოვიდ 19-მდე არ განიხილავდა მსგავს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საუბარია „არეა ჯგუფის“ უძრავი ქონების მომხმარებელთა მოლოდინებისა და ქცევის შესახებ მომზადებულ კვლევაში.

„კოვიდ-19 მდე, საქართველოს მოსახლეობის (20 დან - 65 ასაკი) 28,6 % დან - 37, 1 % მდე განიხილავდა საცხოვრებელი ფართის შეძენას. თუმცა, მას შემდეგ რაც გლობალური მასშტაბის პანდემიამ გარემოება მნიშვნელოვნად შეცვალა, მომხმარებლების განწყობა შეიცვალა და აღნიშნული პროცენტი 15,2 % დან 22,3 % - მდე შემცირდა. აღნიშნული ცვლილების საბაზრო ციფრებში გადაყვანით, შეგვიძლია ვივარაუდოთ შიდა ბაზრის 40-41 % კლება, განწყობის შენარჩუნების პირობებში. კვლევა ასახავს მაისის თვის განწყობას.

კითხვაზე, აპირებთ თუ არა უძრავი ქონების შეძენას 2020 წლის განმავლობაში დადებითი პასუხი გასცა 75 % -მა, ხოლო უარყოფითი - 25 % -მა. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე გამოჩნდნენ ე.წ „დათვი ინვესტორები“ (9%), რომლებიც არ ფიქრობდნენ უძრავი ქონების შეძენას, თუმცა პანდემიის შემდეგ შენაძენის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უძრავი ქონების შეძენის შესახებ, სავარაუდოდ (კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემული სეგმენტის სიღრმისეული მოკვლევა არ ჩატარებულა), წახალისებულია დეველოპერებისგან კრიზისის დაძლევის მიზნით სარფიანი შეთავაზებების მოლოდინით“, – აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, მომხმარებლების უმეტესობა (69%) საცხოვრებელი ფართის შეძენას აპირებს/აპირებდა საბანკო იპოთეკური სესხის დახმარებით, ხოლო 19% დეველოპერული კომპანიის შიდა განვადებით სარგებლობას განიხილავს/განიხილავდა.

ამასთან, მომხმარებლების ძირითადი ნაწილისთვის (78%) შექმნილი გარემოება შემაფერხებელი აღმოჩნდა.

ხოლო უძრავი ქონების შეძენისას, შეფერხების ძირითად და თანაბრად მნიშვნელოვან მიზეზად განიხილება: დოლარის კურსის არასტაბილურობა, შემოსავლების შემცირება და საცხოვრებელ ფართებზე ფასების კლების მოლოდინი.