მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების ბაზარზე შესვლის ერთ-ერთი მიზეზი სასტუმროების კრედიტების გადახდაა - კოკაია

64b153828062a
თელარა გელანტია
14.07.23 18:05
890
„ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებლის პაატა კოკაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ უძრავი ქონების დეველოპმენტის ბაზარზე შესვლის მიზეზები განმარტა.

საქმე ის არის, რომ „ინნ ჯგუფის“ საკუთრებაშია 7 სასტუმრო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის - დედაქალაქში. 2022 წელს კი, ჰოლდინგში შემავალი კომპანია „ინნ დეველოპმენტი“ უძრავი ქონების ბაზარზე შევიდა და თბილისში, დიღომში საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა დაიწყო.

„სასტუმროების კრედიტების გადასახადელად არის ეს გაკეთებული და, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის.

დიდ დიღომში ვაშენებთ 700-ბინიან საცხოვრებელ კორპუსს, რომლის 30%-ზე მეტი უკვე გაყიდულია; კიდევ 300-ბინიანი პროექტი გვაქვს თბილისში (K3 ინნი) „გუდვილთან“ ახლოს და იქაც ბინების 40%-ზე მეტი ერთ თვეში გაიყიდა, რადგან „ინნ ჯგუფის" მიმართ ნდობა მაღალია.

სამშენებლო კომპანია „K3 ინნის“ დამფუძნებელია სასტუმროები „ივერია ინნი“ და „ქუთაისი ინნი“. ფაქტობრივად, ძირითადი მიზეზები ის იყო, რომ კრედიტები გადახდა, რომელიც აქვს სასტუმროს, არ გაუჭირდეს და დეველოპმენტმა გაუსტუმროს სესხები“, - განმარტა პაატა კოკაიამ და დასძინა, რომ ამ ბიზნესმოდელმა გაამართლა, რადგან ბინები კარგად იყიდება.

ბიზნესმენი ამბობს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი სასტუმროების აშენება გეგმაში აქვთ, მაგრამ ყველაფერი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე და შესაბამისად, ტურისტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

პაატა კოკაია ტურიზმში მეორე კვარტლის შედეგებით კმაყოფილი არაა. ბიზნესმენი ამბობს, რომ სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. „ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა, თორემ ჩამოიშლება ტურიზმის ინდუსტრია“, - ამბობს ის და მთავრობას ორ რჩევას აძლევს.

„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებლის ინფორმაციითვე, როგორც თბილისში, ისე კახეთში ბევრი სასტუმრო იყიდება. „რა თქმა უნდა, კარგი ცხოვრების გამო არ იყიდება. ალბათ იყიდება იმიტომ, რომ მეპატრონეს ამ ფულის სხვაგან გადატანა უნდა“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები