მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში ჯანდაცვა უნდა იყოს მზად 2 რაღაცისთვის - პრემიერი

5ece714dbd45e
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.20 18:19
873
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 3-4 თვე გამოყენებულ უნდა იქნეს იმისთვის, რომ ჯანდაცვის და სოციალური სისტემები მოემზადონ ვირუსის გავრცელების შესაძლო მეორე ტალღისთვის.

"მთვარობის და ხელისუფლების ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ეს 3-4 თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა და იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტალღა იქნება ადრეულ შემოდგომას, თუ გვიან შემოდგომას, ჩვენ შევძლოთ ამ შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება გარკვეული რაოდენობა ინფიცირებულების, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად 2 რაღაცისთვის: სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა და ამისთვის იქნება შექმნილი ეს ლაბორატორიების ქსელი და გამოვლენის შემდგომ სწრაფად უმკურნალოს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნოს ეს ადამიანები. ეს არის ის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და მსგავსი ეკონომიკური მკაცრი და მძიმე შეზღუდვები არ დაგვჭირდეს", - განაცხად გიორგი გახარიამ.