მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია“ - კობახიძე

პრემიერი

საქართველოს პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა იქნება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. როგორც პარლამენტში გამოსვლისას კობახიძემ აღნიშნა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ ნახსენები „ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია“.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. „ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია“, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი [„საქართველოსთვის“] პარტიის თავმჯდომარე. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ.

ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: არასდროს არცერთი კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვნია. ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობს გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად. ასეთი იქნება ჩემი მიდგომა. ასეთია ჩვენი საპატიო თავმჯდომარის მიდგომაც, რომელსაც არავითარი ინტერესი არ აქვს. სამი მლრდ დოლარი აქვს მას დახარჯული ქველმოქმედებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები