22.სექტემბერი .2021 10:45

Covid-19-ით კიდევ 43 მოქალაქე გარდაიცვალა

Covid-19-ით კიდევ 43 მოქალაქე გარდაიცვალა
views 290
უკან

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 მოქალაქე გარდაიცვალა. ვირუსმა გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 8 664 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაცია სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

22 სექტემბრის კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 600 412 , ბოლო 24 საათში - 2 016
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 567 797 , ბოლო 24 საათში - 2 024
მათ შორის გარდაცვლილი - 8 664 , ბოლო 24 საათში - 43
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29 798, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 16 852, PCR ტესტით - 12 946
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,77%, ბოლო 14 დღის - 6,92%, ბოლო 7 დღის - 6,48%
სულ ჩატარდა - 1 686 412 აცრა, დღიურად აცრილია - 13 962
კარანტინის რეჟიმში - 39
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 231
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 993.