"აჭარაში ახალი შემთხვევების რიცხვმა კვლავ მოიმატა, თბილისში მცირედ დაიკლო", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქტიურია 5734 შემთხვევა და ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 50 პაციენტი.
„დღეისთვის, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა აჭარაში - 196, თბილისში, საბედნიეროდ, ცოტა შემცირდა და 178 ახალი შემთხვევა გვაქვს, გუშინ 194 იყო. იმერეთში გამოვლინდა - 65 ფაქტი, სამეგრელო ზემო სვანეთში - 13, ქვემო ქართლში - 15, შიდა ქართლში - 6, გურიაში - 1 და მცხეთა მთიანეთში - 4 ახალი შემთხვევა. თბილისზე დღეს ცოტა იმედის მომცემი ინფორმაცია გვქონდა. ვფიქრობთ, მოსახლეობის თვითშეგნება ისეთი იქნება, რომ ვირუსი არ გავრცელდება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
კითხვას - "შესაძლებელია თუ არა თბილისშიც განმეორდეს ის, რაც აჭარაში მოხდა", ენდელაძე ასე პასუხობს: „თუ არ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, შეიძლება განმეორდეს“.
რაც შეეხება გარდაცვლილების covid-გეოგრაფიას, 6 პაციენტიდან 3 გარდაიცვალა აჭარაში, 2 - თბილისში და 1 - საჩხერეში.
"ბევრი პაციენტია ახალი, ბევრია კრიტიკულად მძიმე. თუმცა ზოგადად, პროცენტულად, გარდაცვლილების რაოდენობა არ არის მაღალი“, - ასე ხსნის ენდელაძე ბოლო პერიოდში კოვიდის მსხვერპლების გაზრდილ სტატისტიკას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას