24.ნოემბერი .2020 11:10

covid-გეოგრაფია: თბილისში covid -19-ის 1 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა

covid-გეოგრაფია: თბილისში covid -19-ის 1 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა
views 305
უკან

covid-ით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან 1 504 თბილისში გამოვლინდა, 576 - აჭარაში, 212 კი - იმერეთში, - ინფორმაცია ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა - 576, იმერეთი - 212, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 101, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

24 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 111818 , ბოლო 24 საათში - 3128
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 92215 , ბოლო 24 საათში - 3045
მათ შორის გარდაცვლილი - 1051 , ბოლო 24 საათში - 39
კარანტინის რეჟიმში - 2102
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6192
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3739.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა