მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-გეოგრაფია: ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა

5fc5eae382216
ინგა მურუსიძე
01.12.20 11:07
548
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში-623, იმერეთში-392, ქვემო ქართლში-139, შიდა ქართლში-127, გურიაში-152, სამეგრელო-ზემო სვანეთში-237, კახეთში-253, მცხეთა-მთიანეთში-126, სამცხე-ჯავახეთში-72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

1 დეკემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 139343 , ბოლო 24 საათში - 3759
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 117560 , ბოლო 24 საათში - 3574
მათ შორის გარდაცვლილი - 1303 , ბოლო 24 საათში - 36
კარანტინის რეჟიმში - 1978
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6366
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3708.