მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-შეზღუდვების გამო, საქართველოს რკინიგზა მატარებლის მოძრაობის გრაფიკს ცვლის

5fa8fe813feb1
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.20 12:40
1586
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან გადაადგილების შეზღუდვის გამო საქართველოს რკინიგზა მატარებლის მოძრაობის გრაფიკს ცვლის. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს.

9 ნოემბრიდან, მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.





მათ კი ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა, თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.