თბილისსა და რეგიონებში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებული 90 რესტორნიდან 31 დაჯარიმდა. ამის შესახებ BM.GE-ის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ კვების ობიექტები თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში დააჯარიმეს.
მათივე ცნობით, შემოწმებულ რესტორნებს შორის COVID-19-დან გამომდინარე სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს 59 აკმაყოფილებს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ დაჯარიმება გამოიწვია მაგიდებთან მომხმარებელთა განთავსების რაოდენობის დაუცველობამ; არ იყო დაცული მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია; არ ხდებოდა მომხმარებელთა ნაკადის კონტროლი; ნახმარი ხელსახოცები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განთავსების წესი იყო დარღვეული; არ იქნა წარმოდგენილი დეზინფექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკომენტაცია, შესაბამისი პროცედურების განსაზღვრით; სარეცხ განყოფილებაში კედელზე არ იქნა წარმოდგენილი ინსტრუქცია ჭურჭლის რეცხვისა და ინვენტარის რეცხვის შესახებ, გამოყენებულო სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციის მითითებით; ასევე, ჭურჭლის რეცხვა არ ხორციელდებოდა წყლის დადგენილი ტემპერატურით;
ჯარიმის მოცულობა ფზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარია, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10 000 ლარი.
სამინისტროს ცნობით, ბიზნესსუბიექტებმა ჯარიმის თანხა 1 თვიან პერიოდში უნდა გადაიხადონ, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში ეს ვადა გადაიწევს.
აღსანიშნავია, რომ 15 ივნისს, რეგულაციების ამოქმედების პირველ დღებში შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტმა კვების 16 ობიექტზე, თითოეულზე 10 000 ლარიანი ჯარიმები გამოწერა, რომელიც ბიზნესსუბიექტებმა გაასაჩივრეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ დაიგეგმა 2241 სასტუმროს შემოწმება, რომელთაგან რეკომენდაციით გათვალისწინებულ მოთხოვნები 983-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა, ხოლო 458-მა ვერ დააკმაყოფილა; 801 სასტუმრო შემოწმებისთვის მზად არ იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება