მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი: 2021 წლიდან პენსიის ინდექსაციის რეჟიმს კანონმდებლობა განსაზღვრავს

5ea331d39fe0c
BM.GE
24.04.20 22:36
923
„2020 წელს მიღებული გვქონდა უკვე გადაწყვეტილება, ზაფხულში 70 წელს გადაცილებულებს 30 ლარით ემატებოდათ პენსია. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ ვითარებაში ბიუჯეტი 3, 9 მილიარდი ლარით ნაკლებს მიიღებს, მაინც გამოვნახეთ პენსიის მომატების შესაძლებლობა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მას ასევე აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივის თანახმად, 2021 წელს 1 იანვრიდან, პენსიონრებს კვლავ მოემატებათ პენსია და სამომავლოდ თანხის ზდრის მაჩვენებელს კანონმდებლობა განსაზღვრავს.
„ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ პენსიის ყოველწლიური ზრდა მიბმული იქნება ინფლაციის დონეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიის მატება ინფლაციის დონეზე მეტი იქნება, ხოლო 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის, გარდა ინფლაციის დონისა , პენსია ეკონომიკური ზრდის 80 % -ის მაჩვენებლითაც იქნება დაკორექტირებული, რაც მათთვის განისაზღვრება დაახლოებით 25 ლარით. პენსიონერები დამოკიდებული იქნებიან არა ამა თუ იმ მთავრობის სურვილსა თუ გადაწყვეტილებაზე, არამედ პენსიის ინდექსაციის რეჟიმი გათვალისწინებული იქნება უკვე ჩვენი კანონმდებლობით“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.