მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი: ვმუშაობთ იმის გასარკვევად, რამდენად შეძლებს შემოთავაზებული ინვესტორი "კონტი ჯგუფის" ჩანაცვლებას

5d8350ace5442
BM.GE
19.09.19 14:15
1036
"არათუ არ გამიგდია ინვესტორი ოთახიდან, არამედ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ერთად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი ინფორმაცია და ვიმსჯელოთ, ეს კონკრეტული ინვესტორი რამდენად შეძლებს ჩაანაცვლოს 45%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფი", - განაცხადა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება მამუკა ხაზარაძის განცხადება ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციური ინვესტორის "მერიდიან კაპიტალ ლიმიტედის" უარით გასტუმრების შესახებ.

"ამ კოპანიასთან და ნებისმიერ სხვა ინვესტორთან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას აპირებს, მთავრობას აქვს ყურადღებიანი და პოზიტიური დამოკიდებულება. ჩვეულებრივ საქმიან რეჟიმში ვაგრძელებთ ურთიერთობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და პირველ რიგში, მუშაობა მიმდინარეობს ამ შემოთავაზებული ინვესტორის შეთანხმების პროცედურებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.