მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი: ყველა გადაწყვეტილება მიიღება იმისათვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეკონომიკა

5ea05cab222e4
BM.GE
22.04.20 19:00
979
"ყველა გადაწყვეტილება მიიღება იმისათვის, რომ სწრაფად გამოვიდეთ ამ ვითარებიდან, ავამოქმედოთ ეკონომიკა და სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ ვითარებას. ამ დისკომფორტის გარკვეულწილად შესამცირებლად, გადავწყვიტეთ, რომ სოფლებში დილით და საღამოს მოქალაქეებს მივცეთ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გასვლის უფლება", - განაცხადა 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე განმარტებით, საკოორდინაციო ადგილობრივი შტაბები უზრუნველყოფენ სასურსათო მაღაზიებში მარაგების კონტროლს და მოქალაქეებისთვის აუცილებელი დახმარების გაწევას, თუნდაც იმ სოციალური სასურსათო პაკეტების სახით, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 100 ათასამდე მოქალაქეს გადაეცა.

"საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არის პასუხი ეპიდემიოლოგიურ ვითარებზე, სოციალურ-ეკონომიკური გეგმა კი არის მთავრობის პასუხისმგებლობის სფერო, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და რაც ნაწილობრივად უკვე შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს. ამ მიმართულებით ოპოზიცის მოწოდება არ გვჭირდება. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, კომუნალური გადასახადების ნაწილში დაწესებული შეღავათებით, 1 200 000 ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა, ისევე როგორც 670 000 ოჯახმა ისარგებლა ბუნებრივი აირის გადასახადის ნაწილში. ამას გარდა, შეღავათები შეეხო ჩვენს მცირე ბიზნესს და ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი, მეორე ეტაპს კი შევთავაზებთ კვირის ბოლომდე. თუ ზედმიწევნით შევასრულებთ შეზღუდვებს და გავითვალისწინებთ მედიკოსების რეკომენდაციებს, შევძლებთ მალე გავხსნათ ეკონომიკა და ამით მნიშვნელოვნად შევამციროთ ზიანი", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.