მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქრიალა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ ვარდისფერი "ჟუჟუნას" წარმოება დაიწყო

626287e95cfe9
მარიამ იზორია
22.04.22 23:48
1659
ცქრიალა ღვინის მწარმოებელმა კომპანია “ჟუჟუნამ” ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო. საუბარია ვარდისფერ “ჟუჟუნაზე”, რომელიც გაყიდვაში მალე ჩაეშვება.

კომპანიის თანადამფუძნებელი ვასკა ჩუბინიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ კლასიკური “ჟუჟუნასგან” განსხვავებით ახალ პროდუქტს შედარებით მოტკბო გემო აქვს. რაც შეეხება რეალიზაციას, კომპანიის “როზე” ჰორეკა სექტორსა და ქსელურ მარკეტებში გაიყიდება.

“ახალი პროდუქტი - ვარდისფერი “ჟუჟუნა” უკვე მზად გვაქვს. ჯერ რეალიზაცია არ დაგვიწყია, თუმცა უახლოეს პერიოდში პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება. პროდუქტი საფერავით მზადდება და კლასიკური, მშრალი და მჟავე “ჟუჟუნასგან” განსხვავებით უფრო მოტკბო გემო აქვს.

პროდუქტი ჰორეკა სექტორში და ქსელურ მაღაზიებში გაიყიდება. სწორედ ახლა მოლაპარაკებებს არსებულ ქსელებთან ვაწარმოებთ, რათა ახალი “ჟუჟუნას” შეტანა შევძლოთ”, - აღნიშნავს ვასკა ჩუბინიძე.

ცქრიალა ღვინო ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. საწყისად “ჟუჟუნა” ჩამოსასხმელი სახით იყიდებოდა. პანდემიის პერიოდში ჰორეკა სექტორის გაჩერების გამო კი კომპანიამ საცალო წარმოება და პროდუქტის ბოთლით რეალიზაციაც დაიწყო. რაც შეეხება წარმადობის მოცულობას, კომპანია თვეში 9 ტონა ცქრიალა ღვინოს აწარმოებს.