მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Credit Suisse-ი პოლიტიკურ ზეწოლას განაგრძობს - ივანიშვილის წარმომადგენლები

63d244b3932cd
BM.GE
26.01.23 13:25
783
ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის იურიდიულმა და PR წარმომადგენლობა CS Victims-მა “ასოშეითედ პრესში” გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომელშიც საუბარია შვეიცარულ ბანკ “Credit Suisse”-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე სასამართლო დავაზე.

გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები თვეების განმავლობაში თავს იკავებდნენ მიმდინარე პროცესზე კომენტირებისგან, თუმცა ამჟამად საჭიროდ მიიჩნევენ, რომ განცხადება გააკეთონ. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს იყენებს იმისთვის, რათა ივანიშვილის ტრანზაქციები შეაფერხოს, რასაც ექს-პრემიერის წარმომადგენლები პოლიტიკურ ზეწოლად მოიხსენიებენ.

“Credit Suisse-თან მიმდინარე დავა გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური გახდა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ. რამდენიმე კვირაში ივანიშვილს შეეზღუდა თანხასთან წვდომა და პრობლემები შეექმნა ხელოვნების ნიმუშებისა და თვითმფრინავის მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი დიდი ძალისხმევით მოგვარდა იურიდიული საშუალებებით, თანხასთან წვდომის ძირითადი პრობლემა კვლავ გრძელდება და მიგვაჩნია, რომ ეს არის არაფორმალური სანქციები.

ეს თანხები არ არის დაკავშირებული შვეიცარიაში, ბერმუდისა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, მაგრამ ეხება იმ თანხებს, რომლებიც გადარჩა Credit Suisse-ის არასწორი მენეჯმენტისა და თაღლითობის დროს. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით 5% დარჩა Credit Suisse-ში მიმდინარე დავების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის ოფიციალური მოთხოვნის გამო.

2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაციით, მაგრამ ეს არ იქნა მიღებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. ამ ფონზე, Credit Suisse-მა ბოლო გადარიცხვები განახორციელა კლიენტზე და ახლა აღნიშნავენ, რომ ამან ხელი შეუშალა Guernsey-ის ტრასტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ამ მოთხოვნას აძლიერებს ის ფაქტი, რომ აქტივები გადაეცა Credit Suisse-ს და ბანკი და მისი დანიშნული რწმუნებული დაინტერესებული არ უნდა ყოფილიყვნენ, არ შეესრულებინათ კლიენტის მოთხოვნები. შედეგად, ივანიშვილი ამ ობსტრუქციულ ქმედებას განიხილავს როგორც "პოლიტიკურ ზეწოლას",- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები