მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CRRC: ქართული ბანკების მიმართ ნდობა შემცირებულია

5e32c3071ccbe
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.20 16:40
1052
CRRC საქართველომ "კავკასიის ბარომეტრის" 2019 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში საქართველოს  2,317 მაცხოვრებელი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების შესახებ გამოიკითხნენ. CRRC-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის წინა კვლევებთან შედარებით ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ცვლილებაზე დაკვირვება არის შესაძლებელი. 

კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოში კომერციული ბანკების მიმართ ნდობა საგრძნობლად არის შემცირებული. თუ 2010 წელს მოსახლეობის 49% ამბობდა, რომ ბანკებს ენდობოდა (მათ შორის 36% ნაწილობრივ; 13% კი სრულად), 2019 წლის ანგარიშით მხოლოდ 25% ამბობს, რომ ბანკებს ენდობა (აქედან 21 ნაწილობრივ; 4% კი სრულად). 



CRRC-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით.

ცდომილების ზღვარი:

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 0.7%
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 2.7%
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 3.7%
  • 50% - ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 4.1%