მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cushman & Wakefield: ბრენდები, რომლებმაც ქართული ბაზარი დატოვეს

5fd87b9c255f2
BM.GE
15.12.20 13:03
18216
უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ი მესამე კვარტლის მდგომარეობით, სავაჭრო და საოფისე სექტორების შესახებ  მიმოხილვას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მესამე კვარტლაში ამ სფეროში გააქტიურება შეინიშნებოდა, რაც სავაჭრო ცენტრების გახსნას უკავშირდებოდა, თუმცა არაერთმა ბრენდმა ქართული ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორისაა Banana Republic-ი; Yargici; და Promod-ი.

Cushman & Wakefield-ი აღნიშნავს, რომ ზაფხულის განმავლობაში რითეილერები ძირითადად წინა სეზონის კოლექციით ვაჭრობდნენ.

მიმოხილვის თანახმად, სავაჭრო ცენტრებში არსებულ მაღაზიებზე მეტად დაზარალდნენ ქალაქის მთავარ ქუჩებზე - ჭავჭავაძესა და პეკინის გამზირებზე არსებული ბუტიკები, რომელთა დიდი ნაწილიც დაიხურა.

“რუსთაველის გამზირზე, ჯერჯერობით, მოიჯარეების დიდი ნაწილი კვლავ ინარჩუნებს ობიექტს”, - ნათქვამია მიმოხილვაში.