მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა შესაძლებლობა გვაქვს, ევროპის ბაზართან უფრო მჭიდრო კავშირი გვქონდეს“ - გიგი გიგიაძე

64313b12d8c0c
სალომე ხიდურელი
08.04.23 23:01
577
„საქართველოს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს რუსეთის ბაზრისაგან დივერსიფიკაციის მნიშვნელობა“ - ამ საკითხზე EPRC-ის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრობს. მისი თქმით, დღეს ქვეყანას ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ მჭიდრო სავაჭრო კავშირი ევროპასთან დაამყაროს.

„საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოსცადა რუსული ემბარგო მაშინ, როცა ქვეყანა მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. რუსეთმა გამოიყენა ეს, როგორც ბერკეტი, და ძალიან რთულ ვითარებაში ჩაგვაყენა. მას შემდეგ იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი დივერსიფიკაციის მისაღწევად გადადგმული, თუმცა ბოლო წლებში ისევ ხდება რუსულ ბაზარზე დაბრუნება და „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ამ პროცესს.

ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები, მაგალითად, ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა, განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ახლა აქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვაჭრობის დივერსიფიკაცია მოახდინოს და მჭიდრო კავშირი დაამყაროს ევროპის ბაზრებთან, რადგან რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ყოველთვის გამოიყენებს როგორც დამატებით ბერკეტს, საქართველოზე წნეხის მოსახდენად“, - ამბობს გიგი გიგიაძე.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დასავლურ კურსს დაშორდეს და მთავრობის მსგავსი პოლიტიკის ფონზე, ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია გაუჭირდება.

„ხელისუფლება სულ უფრო ცდილობს დაშორდეს დასავლურ კურსს. ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ჩვენ მსგავსი ნარატივი არა მხოლოდ გვესმის საქართველოს და რუსეთის მთავრობებისგან, არამედ მათი სიტყვათა თანწყობაც კი აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ვფიქრობ, ეს ე.წ. „რუსეთის არ გაღიზიანების“ პოლიტიკა უკვე გადაიზარდა მავნებლურ პოლიტიკაში“, - ამბობს გიგიაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები