საქართველოს ენერგეტიკაში "ნენსკრაჰესის" $1-მილიარდიანი პროექტი ერთ-ერთი უმსხვილესია. თავდაპირველად პროექტის დასრულების თარიღად 2020 წელი განიხილებოდა, თუმცა იმის გამო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შესაბამისი პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი პროტესტიც არსებობს, სადგურის დასრულების სავარაუდო თარიღმა 2025 წლისთვის გადაიწია.
ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2020 წელს საჩივრის ორწლიანი განხილვა დაასრულა და მიღებული გადაწყვეტილებით აღნიშნა, რომ პროექტი EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და სს “ნენსკრა ჰიდროს” ამ სტანდარტების დაკმაყოფილების ვალდებულება განუსაზღვრა.
“ნენსკრაჰესის” $1 მილიარდიანი პროექტი ვერ განხორციელდება, თუკი მას გრძელვადიან კრედიტებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ გამოუყოფენ. EBRD და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტებია, რომლებიც დაფინანსების საკითხს სწავლობენ. EBRD-ის მხრიდან საუბარია $214 მილიონზე, EIB-ის მხრიდან კი $150 მილიონი დოლარის სესხზე. მათ გარდა, პროექტისთვის $314-მილიონიანი კრედიტის დამტკიცების საკითხს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) სწავლობს.
"ნენსკრაჰესის" პროექტის ძირითადი დეველოპერი და ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია, მას 2015 წელს დაფუძნებულ სს “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, დანარჩენი 8.1%-იანი აქციების მფლობელი კი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი “საპარტნიორო ფონდია”.
BMG-იმ სამ საფინანსო ინსტიტუტს მიმართა კითხვებით, რჩებიან თუ არა ამ პროექტის პოტენციურ დამფინანსებელთა შორის. EBRD-ში აცხადებენ, რომ კვლავ უჭერენ პროექტის განვითარებას მხარს და თავად “ნენსკრა ჰიდრომ” ბანკის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნახევარზე მეტის დაკმაყოფილება შეძლო. EIB-ში აცხადებენ, რომ აგრძელებენ მუშაობას პროექტის დეველოპერთან, რათა სხვადასხვა მიმართულებით არსებულ საკითხებს, მათ შორის ანგარიშვალდებულების შესახებ კითხვებს გაეცეს პასუხი. საფინანსო ინსტიტუტში ასევე აცხადებენ, რომ COVID-19-ის მიერ გაზრდილი გაურკვევლობის გამო, უჭირთ იმის თქმა რამდენად რეალისტურია პროექტის 2025 წლამდე დასრულების შესაძლებლობა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი