მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაავიწყდა თუ არა მერიას ჭების დაერთება - რა ხდება ჭავჭავაძის გამზირზე?

5eba6d1b20fce
ინგა მურუსიძე
12.05.20 13:31
4967
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გამოაქვყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ თბილისის მერიას, სავარაუდოდ, ჭავჭავაძის გამზირზე ჭების დაერთება დაავიწყდა და  დაგებული ასფალტი ხელახლა აყარეს. 



ჭავჭვაძის გამზირზე შექმნილი სიტუაცია tv "პირველის" მიერ გადაღებულ ფოტოებზეც ჩანს. 

bm.ge საკითხის გასარკვევად თბილისის მერიას დაუკავშირდა. მერიაში ირწმუნებიან, რომ  პროექტის ავტორებს არაფერი დავიწყებიათ და ამჟამად, ჭავჭავაძის გამზირზე ჭების წამოწევის პროცესი მიმდინარეობს. 

„ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება იწყება, ჭების წამოწევა უნდა მოხდეს შესაბამის ნიშნულზე. ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი პროცესი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. იმისთვის, რომ ავტომანქანების გადაადგილებისთვის არ შეეშალა ხელი, მოხდა ჭების დროებით დაფარვა. ახლა მიმდინარეობს საბოლოო ეტაპი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჭები უნდა გასწორდეს შესაბამის ნიშნულზე“, - განმარტავენ მერიაში.