მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაახლოებით ორ კვირაში "სინოვაკი" WHO-ს ავტორიზაციას გაივლის - გამყრელიძე

609ae55c1570e
თელარა გელანტია
12.05.21 00:40
1353
"დავესესხები ენტონი ფაუჩის - ამ ეტაპზე, პანდემიის პერიოდში გამოიყენეთ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია", - ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელმა  #ForbesHEALTH-ის ფორმატში ერთ-ერთი მოდერატორის, გადაცემა "ანალიტიკის" წამყვანის, ელენე კვანჭილაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც "სინოვაკის" ვაქცინის მიმართ ამირან გამყრელიძის დამოკიდებულებას შეეხებოდა.

სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე საქართველოში "სინოვაკით" ვაქცინაცია დაიწყება. საქმე ისაა, რომ 11 მაისს იმუნიზაციის და ვაქცინაციის საბჭომ გადაწყვიტა, საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე, „სინოვაკის" გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართოს.  

"დღეს 14 ვაქცინა ადმინისტრირდება -  8 საერთაშორისო მასშტაბით, დანარჩენი კი - ქვეყნების შიგნით. ვიცი, რომ ყველა ვაქცინა 70%-80%-ით იცავს ადამიანებს ვირუსით დამძიმებისგან და დაახლოებით, ამდენივე პროცენტით - სიკვდილიანობისგან, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ის ვაქცინა, რაც ხელმისაწვდომია.

მოგეხსენებათ, უკვე საქართველოში გვაქვს 100,000 დოზა "სინოვაკის" ვაქცინა. დარწმუნებული ვარ, დაახლოებით ორ კვირაში ის ჯანმოს ავტორიზაციას გაივლის. ჯანმოს სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფის წინასწარი შეფასება კი, საკმაოდ დამამშვიდებელია; ზოგიერთ პარამეტრში ის "სინოფარმსაც" სჯობდა. "სინოვაკს" დღეს 32 ქვეყანა იყენებს. მათ შორის ჩვენი მეზობლები - თურქეთი და აზერბაიჯანი. ასევე მას იყენებს უკრაინა, უნგრეთი, ბრაზილია. სწორედ ამიტომ 11 მაისს, იმუნიზაციის საბჭოზე "სინოვაკის" ადმინისტრირების დაწყებას მხარი დავუჭირე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.