17.აპრილი .2021 11:00

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.58%-ია - კოვიდ-ვითარება საქართველოში

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.58%-ია - კოვიდ-ვითარება საქართველოში
views 416
უკან

16 აპრილის მდგომარეობით, კოვიდ-დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.91%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.26%.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 294 540-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 280 132-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 925 პირი ემსხვერპლა.