მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადგება თუ არა დღის წესრიგში რეგულაციების კვლავ გამკაცრების საჭიროება? - მარინა ეზუგბაია

5ed4a5576a842
ინგა მურუსიძე
01.06.20 10:54
1044
"ალბათ რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ გვექნება, მაგრამ თვითშეზღუდვები უნდა დავიწესოთ", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე მგონი, არ დადგება საჭიროება, რომ გამკაცრების ღონისძიებებს დავუბრუნდეთ, რადგან საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება. ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს, ამიტომ არ მგონია, რომ ამ კლასტერის გაბევრება მოხდეს. დანარჩენს რაც შეეხება, ჩვენი ყველაზე მძიმე პრობლემა იყო ბოლნისის სოფელი გეტა და მუშევანი, მაგრამ მგონი, აქაც ბოლოსკენ გავდივართ და თუ დამატებითი შემთხვევები არ გვექნება, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ეს ბეწვის ხიდი, ხოლო ამის შემდეგ არ მგონია, ლაპარაკი იყოს გამკაცრებაზე, თუმცა მუდმივად ვსაუბრობთ, რომ არ არის საჭირო ეს რეგულაცია ქვეყანამ დააწესოს, უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება, არსად წასულა, არის ჩვენთან ერთად. კვლავ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები, ეს არის ყველაზე კარგი გამკაცრებული საშუალება ჩვენთვის. გავუფრთხილდეთ ჩვენს თავებს და ჩვენს ოჯახებს, ვიყოთ თვითშეზღუდვებში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან covid-19-ის გამო დაწესებული რიგი რეგულაცია მოიხსნა.