ცვლილების ცვლილება სამშენებლო კოდექსში - პარლამენტში რეგისტრირებული კანონ პროექტი, რომელიც აღნიშნული კოდექსიდან იმ მუხლების ამოღებას ითვალისწინებს, რომლის თანახმად, მაგალითად, ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაუშვებელია, სკვერებსა და პარკებში კი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების.
კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ასეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი პირების რაოდენობა გაიზრდება და იმ შემთხვევაში, თუ ისინი მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად აღებას მოისურვებენ, მათ დადგენილი საფასურის გადახდა მოუწევთ.
Bm.ge დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს ნინო წილოსანს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების (გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია, ზაზა გაბუნია) მიერ მომზადებული კანონ პროექტი ასეთი შინაარსის ჩანაწერს აღარ გაითვალისწინებს. შესაბამისად, ამ ნაწილში კოდექსის მოქმედი რედაქცია ძალაში დარჩება.
„ჩვენივე, ინიციატორების მოსაზრება არის, რომ პირველივე მოსმენისას ეს ჩანაწერი ამოვიდეს და არა მხოლოდ გენერალური გეგმებით იყოს საკითხი დარეგულირებული, არამედ კანონშივე რა ჩანაწერიც არსებობდა, ის დარჩეს და ამ საკითხზე უფრო მეტი სიცხადის გამო, ეს ცვლილება აღარ იქნება პირველი მოსმენის დროს”, - აცხადებს პარლამენტარი ნინო წილოსანი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი