მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო წილოსანი გავლენის აგენტების კანონპროექტის დასახელების შეცვლის ინიციატივით გამოდის

6400aec00f8d8
BM.GE
02.03.23 18:09
1156
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი გამოდის ინიციატივით, რომ გავლენის აგენტების შესახებ კანონში დასახელება შეიცვალოს. წილოსანმა განცხადება საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა, სადაც კანონპროექტებს პრინციპების დონეზე, ხმაურის ფონზე განიხილავენ.

საქმე ის არის, რომ დღეს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროცესის ხელის შესაშლელად ადგილზე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგნელები და პოლიტიკოსები, რომლებიც ხმაურით, სტვენით და შეძახილებით ცდილობენ, დეპუტატებმა კანონის მიღება ვერ შეძლონ. კანონპროექტის ინიციატორები საკითხს ხმაურის ფონზე წარადგენენ.

„მინდა, რომ შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, ვიმსჯელოთ დასახელებაზე, მივიღოთ[კანონპროექტი] იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს სექტორში, ამ სფეროში მომუშავე უამრავი კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტირება. დასახელება, რომელიც ჩემთვისაც დისკომფორტს და შფოთვის საგანს წარმოადგენს, იყოს კონსესუსით მიღწეული“, - განაცხადა წილოსანმა.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები