მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით შექმნილი საწარმო გაიხსნა - რას სთავაზობს „მკერავი“ მომხმარებლებს?

6188091324c05
მარიამ იზორია
07.11.21 21:00
956
თბილისში, ახალი სამკერვალო საწარმო „მკერავი“ გაიხსნა. როგორც BM.GE-ს მისი თანადამფუძნებელი, მაიკო ჯაფარიძე უყვება, „მკერავი“ მომხმარებელს სრულ მომსახურებას სთავაზობს: კერვას, ტექსტილზე მუშაობას, ბეჭდვას, ასევე ბრენდირებას.

მისივე განმარტებით, „მკერავის“ საწარმო ისეთი დანადგარებითაა აღჭურვილი, როგორებიც ცნობილ მსოფლიო ბრენდებს, (Mimaki, Transmatic, Brother Roland) თავიანთ საწარმოებში აქვთ. აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანია გარკვეული სახეობების ტექსტილის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან ახორციელებს და სამომავლოდ ასორტიმენტსაც გააფართოებს.

ჯაფარიძის თქმით, შეკვეთების მიღება სამკერვალოს ამოქმედების პირველივე დღიდან დაიწყეს და უკვე საკმაოდ ბევრ კომპანიასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ. მათ შორის არის სარაგბო კლუბებიც.

„მკერავის“ დაფუძნების გადაწყვეტილება ბაზრის დაკვირვების შემდეგ მივიღეთ, აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, შესაბამისი მიწოდება კი ვერ ხორციელდება, აქედან გამომდინარე, შევქმენით ისეთი სივრცე, რომელიც მომხმარებელს სრულ მომსახურებას შესთავაზებს. იმის მიუხედავად, რომ ოპერირება პანდემიის პერიოდში დავიწყეთ განსაკუთრებული სირთულეები არ გვქონია, გვყავს ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი, საწყის ეტაპზე ვართ და წინ პროგრესულად მივდივართ, საბოლოოდ ჩვენი მიზანი საწარმოს გაფართოება და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდაა“, - ამბობს მაიკო ჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, „მკერავი“ უკვე 30-მდე ადამიანს ასაქმებს. რაც შეეხება ინვესტიციას, კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, სამკერვალოს შექმნისთვის პირადი ინვესტიცია განახორციელეს.