სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. რეგლამენტის თანახმად, დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, დამსაქმებელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები:
- მუდმივად შეინარჩუნოს საევაკუაციო გასასვლელები და მათკენ მიმავალი გზები, წინაღობებისა და დაბრკოლებების გარეშე;
- უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სივრცეში არსებული მოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობა და დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები იმ გამოვლენილი დარღვევების წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;
-რისკის დონისა და მწარმოებლის მითითებების (ტექნიკური პასპორტი, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა) გათვალისწინებით, უზრუნველყოს უსაფრთხოების მოწყობილობებისა და დამცავი აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება და შეკეთება, მოახდინოს რისკების პრევენცია და გაატაროს საფრთხეების აღმოსაფხვრელად აუცილებელი ღონისძიებები;
-რეგულარულად დაასუფთაოს სამუშაო სივრცე, სამუშაო მოწყობილობები და დანადგარები, ასევე სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული სხვა ადგილები, იმგვარად, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილები იყოს მუდმივად სუფთა;
-დამსაქმებელმა მუშაობის ყველა ეტაპზე, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად, საწარმოს სიდიდიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეაფასოს ეს რისკი, განაახლოს რისკის შეფასების შესახებ დოკუმენტი და მიიღოს შესაბამისი ზომები;
-სამუშაო სივრცე უნდა მოეწყოს მაქსიმალურად ერგონომიულად. დამსაქმებელმა სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა უზრუნველყოს სამუშაოს ადაპტირება დასაქმებულთან, განსაკუთრებით − სამუშაო სივრცის მოწყობის, სამუშაო აღჭურვილობის, სამუშაო და საწარმოო მეთოდების შერჩევის თვალსაზრისით, მონოტონური სამუშაოს შემსუბუქებისა და დასაქმებულის ჯანმრთელობაზე სამუშაო გარემოსა და სამუშაო პროცესების მავნე ზეგავლენის შესამცირებლად;
- მინიმალური მოთხოვნები შემუშავებულია შენობების მედეგობისა და კონსტრუქციული სიმტკიცის საკითხებზე, სახანძრო უსაფრთხოების, იატაკის, კედლების, ჭერის, სახურავის, ფანჯრების, სარკმელების, კარის, საევაკუაციო გზების, გასასვლელების, საფრთხის შემცველი ადგილების, ესკალატორებისა და მოძრავი სავალი ბილიკების, ასევე, სატვირთო პლატფორმებისა და პანდუსების საკითხებზე;
-ასევე განსაზღვრულია დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები თითოეული დასაქმებულისთვის და მიკროკლიმატი, აგრეთვე, მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულებისათვის;
-დამსაქმებელი ვალდებულია, შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დასაქმებულისათვის და სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი სხვა პირისათვის ინფორმაციის მიწოდება პოტენციური რისკების, ასევე იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად;
ასევე, როგორც რეგლამენტში წერია, დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დახურულ სამუშაო სივრცეს უნდა გააჩნდეს საკმარისი ფართი და სიმაღლე. მაგალითად, სამუშაო სივრცეში ღია, თავისუფალი ადგილები ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ დასაქმებულებმა იოლად შეძლონ გადაადგილება და სამუშაოს შესრულება. თუ აღნიშნული სტანდარტის დაცვა შეუძლებელია, მაშინ დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი სამოძრაო სივრცე სამუშაო ადგილის სიახლოვეს.
თითოეული დასაქმებულისთვის თავისუფალი სივრცე უნდა იყოს მინიმუმ 2 მ2.
ახალი მოთხოვნები ასევე ეხება კარს, ჭერს, კედლებს, ელექტრომოწყობილობებს და სხვა.
რეგლამენტით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება დასრულებულ და ექსპლუატაციაში მიღებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეზე.
რეგლამენტი არ ვრცელდება:
ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება დაწესებულების გარეთ, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების შიგნით არსებულ სამუშაო ადგილებზე;
ბ) დროებით შექმნილ ან მობილურ სამუშაო ადგილებზე;
გ) სამთო მოპოვებით მრეწველობაზე;
დ) თევზჭერის კატარღებზე;
ე) ისეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე განთავსებულ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც მდებარეობს საწარმო შენობა-ნაგებობებისგან მოშორებით.
ამასთან, დამსაქმებელს შეუძლია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს ამ რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი, დასაქმებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
რეგლამენტი დეტალურად იხილეთ აქ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი