მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დანერგე მომავალი“ - ახალი შეღავათიანი აგრო სესხი „ტერაბანკისგან“

618a6a6bc4441
BM.GE
08.11.21 15:31
612
„ტერაბანკი“ პირებს, რომლებსაც მრავალწლიანი ბაღების გაშენება და ამ მიზნით ფინანსების მოძიება სურთ, შეღავათიან აგროსესხს სთავაზობს.

ახალი პროდუქტი „ტერაბანკმა“ სოფლის განვითარების სააგენტოს აგრო საგრანტო პროგრამის, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში შექმნა. პროგრამის პირობების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგებს შეიძენენ, სააგენტოსგან 70-80%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ. დარჩენილ 20-30%-ს კი ტერაბანკი მათ შეღავათიანი აგრო სესხით დაუფინანსებს. აღსანიშნავია, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილს - წლიურ 11%-ს - სახელმწიფო 48 თვის განმავლობაში დამატებით დაასუბსიდირებს.

„ტერაბანკი“ მსესხებლებს მოქნილ გრაფიკსა და სეზონურ გადახდებსაც შესთავაზებს. შეღავათიანი აგრო კრედიტით სარგებლობა ბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ.

„მრავალწლიანი ბაღების გაშენება დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. მოხარულები ვართ, რომ ამ საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ვზრდით და ხელს ვუწყობთ არა მარტო მათი ბიზნესის, არამედ მთლიანად სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას“, - აცხადებენ „ტერაბანკში“.

აღსანიშნავია, რომ „ტერაბანკი“ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრმებში სისტემატურად მონაწილეობს. “დანერგე მომავალი“ მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის გაცნობა სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3qhgIP0  
(R)